akc

2018 წლის  25 ივნისიდან 2018 წლის 15 ივლისამდე   ინტერნეტ სივრცეში ტარდება  სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო-პრაქ­ტი­კუ­ლი ინტერნეტ კონ­ფე­რენ­ცია თე­მა­ზე:

“თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიები”.
 გიწვევთ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად!
 კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:

1. კვების მრეწველობის ინოვაციური  ტექნოლოგიები და სურსათის უვნებლობა.
2. თანამედროვე ქიმიური, ფარმაცევტული, ბიო-ტექნოლოგიები და მასალები.
3. ინოვაციური ტექნოლოგიები საინჟინერო და აგრარულ მეცნიერებებში;
4. სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და გარემოს დაცვის აქტუალური საკითხები.
5. საინჟინერო და აგრარული დარგების ეკონომიკა და მენეჯმენტი.

კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­მუ­შაო ენა     ქარ­თუ­ლი, ინ­გლი­სუ­რი, რუსუ­ლი

  კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის სა­ჭი­როა წარ­მო­ად­გი­ნოთ:

  • სარეგისტრაციო ანკეტა (თანდართული ფორმით);
  • სტატიის ტექსტის ამონაბეჭდი;
  • სტატიის ელექტრონული ვერსია (CD დისკზე, ასევე შეიძლება გადმოიგზვნოს  ელექტრონულ ფოსტაზე  article@wineconf.ge )

ინტერნეტ სივრცეში სტატიის განთავსება, საერთაშორისო კოდის ISBN მინიჭება და კონ­ფე­რენ­ცი­ის მოხ­სე­ნე­ბა­თა კრე­ბუ­ლის გა­მო­ცე­მა  ფი­ნან­სდე­ბა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ   (გრან­ტი  AR-N 216 752)

დაწვრილებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ განთავსებულია  კონფერენციის ვებ-გვერდზე    http://www.wineconf.ge    და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ვებ-გვერდზე   www.atsu.edu.ge   

კონფერენცია დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ (გრან­ტი AR-N 216 752)

კონფერენციის სტატიები

კონფერენციის სარედაქციო და საორგანიზაციო კომიტეტი

თემურ ღვინიანიძე

კონფერენციის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე, პროფესორი, გრანტის ხელმძღვანელი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სრული პროფესორი. საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის ეროვნული კოორდინატორი, შოთა რუსთაველის...

პაპუნა ჩიქოვანი

სწავლული მდივანი, გრანტის კოორდინატორი, დოქტორანტი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დოქტორანტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო...