ენოთერაპიის გამოყენების ზოგიერთი ასპექტი ქართულ ტრადიციულ მედიცინაში ძველი ქართული კარაბადინების მიხედვით

ენოთერაპიის გამოყენების ზოგიერთი ასპექტი ქართულ ტრადიციულ მედიცინაში ძველი ქართული კარაბადინების მიხედვით


    სტატიის ანოტაცია

    ენოთერაპია ანუ ღვინით მკურნალობა ძველ სამედიცნო წყაროებში  ანტიკური პე- რიოდიდან იხსენიებადა მის ფუძემდებლად ასკლეპიოსი ანუ ესკულაპეა დასახელებული (ძვ.წ. 128-56 წ.წ. ). იმ პერიოდში განასხვავებდნენ რამდენიმე სახის ღვინოს. თავიდან ამ სასმელს ძალ-ღონის აღმდგენელდა ჭრილობებისს სამკურნალო საუკეთესო საშუალებად მიიჩნევდნენ. მოგვიანებით მისი გამოყენება სხვა პათოლოგიების თერაპიაშიც დაიწყეს.

    ვაზის კულტურისადმი თაყვანისცემა საქართველოში შორეული წარსულიდან იღებს სათავეს  და ჩვენ ქვეყანას მევენახეობა-მეღვინეობის 8 000 წლიანი ისტორია გააჩნია. ღვინის დავარგების ქართული ტექნოლოგია, მომწიფებული ყურძნის დროული დაკრეფა-დაწურვის წესი და ქვევრში დაყენება, ერთობლიობაში ანიჭებს ქვევრის ღვინოს მაღალ მკვებავ ღირებულებას და სამკურნალო თვისებებს.

    კარაბადინების მიხედვით ქართულ ტრადიციულ მედიცინაში სხვადასხვა დაავადებების დროს ღვინო განსხვავებული წესით გამოიყენებოდა.  მკურნალობდნენ სუფთა ღვინით, წყალგარეული ღვინით, ღვინის ორთქლით (ინჰალაცია), ღვინოზე ცივად შეზელილი წამლით. ზოგიერთ დაავადებას, მაგ: ტრამვულს (ჭრილობა, მოტეხილობა დამწვრობა და სხვ.) ალკოჰოლიანი ღვინით, ხოლო ქალებისა და ბავშვთა (გინეკოლოგიურ და თერაპიულ) დაავადებებს ,,დადაღული~ ან ,,მოხარშული~ ღვინით მკურნალობდნენ. უპირატესობას შავ ღვინოს ანიჭებდნენ, რადგან მას უფრო მეტ სასარგებლო თვისებებს მიაწერენ. კარაბადინების მიხედვით სამკურნალოდ ყველანაირი ღვინო გამოიყენებოდა, უფრო კი ,,ძუელი ღვინო~.

        ძველი ქართული ტრადიციული მედიცინის კარაბადინებში გამოყენებული ენოთერაპიის მეთოდოლოგია სათანადო სპეციფიური გადამუშავებისა და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებთან ადაპტირების შემდეგ შესაძლებელია წარმატებით იქნას გამოყენებული სხვადასხვა პათოლოგიების კომპლექსურ თერაპიაში.

    საკვანძო სიტყვები: ღვინო, ყურძენი, მკურნალობა, პათოლოგიები, წამალთა საშუალებები.

     

    Some Aspects of Enotherapy Usage in Georgian Traditional Medicine

    On The Material of Medieval Medical Handbook

    Abstract. Enotherapy (method of treatment with wine) was used in ancient period and Asclepius (128-56 years BC) is believed to be the founder of this method. There were

    different types of wine at that time. At first this drink was considered as the best means of healing wounds and recovering. Later, it was used in therapy of another pathologies.

    Vine-growing and wine-making are very popular over 8000 years in Georgia. Georgian technology of wine ageing, harvesting grape in time, pressing (juice out of grapes) and pouring it in the wine-jar help it to get nourishing value and medical capacity. On the basis of medieval medical handbooks wine was used in different ways while treating different kind of diseases. Treating of diseases was carried out not only with real wine (with no other substances in it), but also with wine and water together, with steam of wine (inhalation) and sometimes some medicines were mixed in wine. Some traumas, for example wounds, fractures and burn on skin were cured by wine with alcohol. As for treatment of women (gynecology) and children ‘Daghaluli’, ‘Mokharshuli’ or dried (brewed)wine was used. Black wine was believed to be the best, because of its much capacity. Based on the medieval medicine handbooks all types of wine were evaluated as the medicine but the most preferable was ‘Dzveli Gvino’ (old wine)

    After specific modifying and adapting of Enotherapy methodology used in old Georgian medieval medicine handbook, this method is possible to be used in complex therapy of different abnormalities.

    Keywords: wine, grapes, treatment, pathologies, medicines