საავტომობილო ტრანსპორტის ეკოლოგიური უსაფრთხოების ლოჯისტიკური მართვა

საავტომობილო ტრანსპორტის ეკოლოგიური უსაფრთხოების ლოჯისტიკური მართვა


    სტატიის ანოტაცია

    საბაზრო ეკონომიკის განვითარების ტემპებმა მრავალმხრივ გააფართოვა საავტომობილო გადაზიდვების მიმართულებები. ინტენსიური სატრანსპორტო და ქვეითად მოსიარულეთა ნაკადების ზონაში, რაც ძირითადად დამახასიათებელია დიდი ქალაქებისა და სამრეწველო ცენტრებისათვის, ტვირთების გადაზიდვა და მგზავრთა გადაყვანა არა მარტო ზრდის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რიცხვს, არამედ ამაღლებს გარემოზე უარყოფითი ეკოლოგიური ზემოქმედების ეფექტურობას. აქედან გამომდინარე, საავტომობილო ტრანსპორტის ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოზე უსაფრთხო ზემოქმედების შემცირება წარმოადგენს აქტიურ სამეცნიერო და მეთოდურ პრობლემას.

    მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული მრავალმხრივი სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების მიუხედავად სამრეწველო ცენტრებში, ტრანსპორტისა და მგზავრთა ნაკადების ინტენსიურ ზონებში, ჰაერის დაბინძურების პრობლემები ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი სრულყოფილად. გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც დამუშავებულია აშშ და ევროპის რიგი ქვეყნების მიერ, ამ მიმართულებით ითვალისწინებს არა მარტო ძვირადღირებული სატრანსპორტო განვითარებას, არამედ მომსახურების უბნებზე ეკოლოგიურად ორგანიზებულ სატრანსპორტო მოძრაობის ღონისძიებების ფორმირებას. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მსხვილ ქალაქებში სატრანსპორტო ნაკადში M1 და  M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რაციონალურ მართვას (M1 და  M2  წარმოადგენს სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიებს სრული მასით 2500კგ-მამდე და 2500-5000 კგ-მამდე ზღვრებში. M1 კატეგორიისათვის მგზავრთა რაოდენობა არ აღემატება 8-ას,     M2 კატეგორიისათვის კი 8-ზე მეტია).