ყურძნის წიპწის ჰიდროფილური ექსტრაქტის მიღების ტექნოლოგიის დამუშავება

ყურძნის წიპწის ჰიდროფილური ექსტრაქტის მიღების ტექნოლოგიის დამუშავება


    სტატიის ანოტაცია

    მაღალი თერაპევტული აქტიურობის მცენარეულ სამკურნალო საშუალებებათა შორის უდავოდ დიდ ინტერესს იმსახურებს მეღვინეობის მეორადი ნედლეულის, კერძოდ  ყურძნის წიპწის გამოყენება. მეღვინეობის  პრაქტიკაში ყურძნის წიპწა გამოიყენება არასრულად და არარაციონალურად. ეს განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის მეღვინეობას ეხება. ჭაჭის 80 %, სადაც 25-27 % წიპწაა, უკეთეს შემთხვევაში გამოიყენება საქონლის საკვებში. დანარჩენი მასა უბრალოდ იყრება.

    ცნობილია,  რომ გამშრალი წიპწის შედგენილობაში შედის 22%-მდე ცხიმოვანი ზეთი და ცხიმხსნადი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები - ტოკოფეროლები, კაროტინოიდები, სტეროლები და ა.შ. შემუშავებულია წიპწის კომპლექსური გადამუშავების ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებდა ყურძნის ზეთის, ენოტანინის, ეთანოლიგნინის, ტანინოლიგნინური ნარევის, საკვები ექსტრაქტების სამრეწველო წარმოებას ბიოლოგიურად აქტიური დანამატების სახით კოსმეტიკურ-საპარფიუმერიო საშუალებებში გამოსაყენებლად. მაგრამ შემოთავაზებული კომპლექსური ტექნოლოგია პრაქტიკულად რთული განსახორციელებელი და ძვირადღირებულია.

     

    Among the therapetic phytogenesis remedies having high antioxidant activity, of high interest undoubtedly is the use of a secondary wine making raw material, particularly grape-stone. In the proposed research, there has been developed technology for the grape-stone producing hydrophilic extracts by using  the method of fluid extraction. Based on the tasks assigned during the experiment, the priority was given to drying of grape-stone at the temperatures of 50 -55 °С, with intensive air supply, since in this case, the quantity of biologically active substances is maximally preserved.

    As a result of the extraction, total number of phenols in the product was 2000 - 4000,0 mg /100 g, total flavonoids - 1200 – 1850 mg /100 g, and the amount of flavonols -  800 - 1200 mg /100 g, but the amount of leucoanthocyanins hesitates in the range of   250 – 500 mg /100 g, calculated with reference to dried substance.

    As is seen, antioxidant activity of Saperavi variety exceeds similar indicators for wine and wine materials. In addition, the grape-stone is rich in biologically active substances, and it can be considered a significant component of a vegetable composite preparation.