წითელი ყურძნის პოლიფენოლური ექსტრაქტები

წითელი ყურძნის პოლიფენოლური ექსტრაქტები


    სტატიის ანოტაცია

    კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. (გრანტი N 216752 "ძლიერი ანტიოქსიდანტური პოლიფენოლური კონცენტრატის ინოვაციური ტექნოლოგიის დამუშავება")

     

    ანოტაცია: სტატიაში განხილულია ფენოლური ნაერთებისა და ანტოციანების  იდენტიფიკაცია და განსაზღვრა მაღალი წნევის გაზური და თხევადი ქრომატოგრაფიის მეთოდებით დასავლეთ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის მიკროზონებში კულტივირებული „ზეიბელისა“ და „იზაბელას“ ახლადგამოწნეხილი ფერადი ყურძნის კანისა და წიპწის ეთანოლიანი ექსტრაქტებიდან. ექსტრაქტების ანტიოქსიდანტური აქტივობა შეფასებული იქნა DPPH-მეთოდით.  ექსპერიმენტისათვის ჩვენს მიერ შერჩეული იქნა ახლადგამოწნეხილი, შრობის, მექანიკური და თერმული დამუშავების  გარეშე მიღებული ყურძნის კანი და წიპწა. ფენოლური ნაერთების საერთო შემცველობა „ზეიბელის“ ყურძნის კანისა და წიპწის ეთანოლიან ექსტრაქტებში (> 423 მგ / 100 მლ) მეტია ვიდრე „იზაბელას“ ყურძნის კანისა და წიპწის ეთანოლიან ექსტრაქტებში (> 394,2 მგ / 100 მლ). ანალოგიური მდგომარეობა დაფიქსირდა ექსტრაქტების ანტიოქსიდანტური აქტივობის შეფასებისას, კერძოდ „იზაბელას“ ყურძნის კანისა და წიპწის ეთანოლიანი ექსტრაქტები მეტი ანტიოქსიდანტური აქტივობით (67-79,4%-მდე) ხასიათდება, ვიდრე „იზაბელას“ ყურძნის კანისა და წიპწის ეთანოლიანი ექსტრაქტები (49,5- 63,9%). ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ფენოლური ნაერთებისა და ანტოციანების შემცველობა ეთანოლიან ესტრაქტებში კორელაციურ დამოკიდებულებაშია ანტიოქსიდანტურ აქტივობასთან.

    საკვანძო სიტყვები: ექსტრაქტი, ყურძნის წიპწა, იზაბელა, ზეიბელი, ბიო-ფლავანოიდები, ფერადი ჯიშები, ექსპერიმენტალური მოწყობილობა.

     

    Polyphenolic Extracts of Red Grapes

    Shota Lamparadze1, Temur Gvinianidze2, Elene Gamkrelidze2, Alma Kipiani2

    1-Shota Rustaveli State University

    2-Akaki Tsereteli State University

    Temuri1951@mail.ru

     

    This work was supported by Shota Rustaveli National Science Foundation (SRNSF) [N216752, Developing Innovative Technologies of Drastic Antioxidant Polyphenol Concentrates].

     

    Annotation:  Wine industry annually loses nearly several thousand tons of grape pomade as a result of processing tons of grapes. Pomade a magnificent raw material for the extraction of valuable products such as anthocyans (as medical food additives and food dyes), citric acid, ethanol, grape seed oil. The paper dwells on identification of phenolic compounds and anthocyanins from newly-squeezed grape skins and seed ethanol extracts of Zeibeli and Izabela color grape varieties cultivated in viticulture-winemaking micro-zone of western Georgia, by combined gas chromatography mass-spectrometry, and their determination by method of high-pressure liquid chromatography, but antioxidant activity has been assessed by DPPH method. For the experiment, we used newly-squeezed grape skins and seed without drying, mechanical and thermal treatment. Total phenolic compounds content in grape skins and seed ethanol extracts of Zeibeli variety (>423mg/100ml) was greater than in grape skins and seed extracts of Izabela variety (>394,2 mg/100 ml). The same results have been registered when assessing antioxidant activity of extracts. In particular, in the conditions of the same dissolution of extracts, grape skins and seed ethanol extracts of Zeibeli variety had higher antioxidant activity (up to 67-79,4%) than grape skins and seed extracts of Izabela variety (49,5-63,9%). Studies have shown that total phenols and anthocyanins quantitative content correlates with antioxidant activity of extracts.

    Keywords: Extracts; Grape-stone; Izabela; Zeibeli; Bio-flavonoids; Color; Experimental equipment.